საზოგადოება
30.09.2021 18:22
გამოხატვის და პიროვნების თავისუფლება უზენაესია, მაგრამ რაღაც იძულებითია - ყველა პედაგოგი უნდა იყოს აცრილი

ყველა ქვეყანამ გააკეთა ეს და ჩვენთან იძახე შენ, რომ არ შეიძლება რაიმე იძულებითი იყოს. დღეს შეიტანეს კანონპროექტი, რომ ყველა პედაგოგი უნდა იყოს აცრილი, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს.

„რამდენადაც ვიცი, დღეს შეიტანეს კანონპროექტი, რომ ყველა პედაგოგი უნდა იყოს აცრილი. ყველა ქვეყანამ გააკეთა ეს და ჩვენთან იძახე შენ, რომ არ შეიძლება რაიმე იძულებითი იყოს. რაღაცა მსოფლიოში ყოველთვის არის იძულებითი. გამოხატვის და პიროვნების თავისუფლება უზენაესია, მაგრამ რაღაც იძულებითია“, - განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა.

კვირის ამბები