გორელმა ფალავანმა პრესტიჟული შეჯიბრებაზე, რომელიც ძიუდოს სამშობლოში იაპონიაში ყოველთვის მაღალ საშეჯიბრო დონეზე იმართება დიდებულად იასპარეზა.
ღვინიაშვილს ოქროს მედლის მოსაპოვებლად ტიტულოვან და პრინციპულ მეტოქეებთან პაექრობა მოუწია, თუმცა ყველასთან დამაჯერებლად იმარჯვა და დამსახურებულად დადგა კვარცხლბეკის პირველ საფეხურზე.
ბექამ საჩემპიონო გზაზე ხუთი მოწინააღმდეგე ჩამოიცილა გზიდან. შეჯიბრება კი ჩინელი ჰებილჯი ბუს დაიპონებით დაიწყო. სუფთად მოუგო იაპონელ მაშუ ბეიკერს, ვაზარით დაამარცხა აზერბაიჯანელი მამადალი მეჰდიევი, ნახევარფინალში კიდევ ერთი იაპონელი კენტა ნაგასავა დააიპონა, რომლესაც თავის მხრივ ბექასთვის ვაზარი ჰქონდა ართმეული, მაგრამ ქართველმა მას ვაზარიც გაუბათილა და საბოლოდ იპონიც დააფიქსირა. ბოლოს, ფინალში ჩვენმა ფალავანმა ოქროს დროში ჯერ ვაზარი აართვა უზბეკ დავლათ ბობონოვს, ხოლო შემდეგ დააიპონა.
ოსაკას გრან სლემზე გამარჯვებებით ბექა ღვინიაშვილმა კიდევ ერთხელ თამამად თქვა თავისი სიტყვა და იმედია გაისად ასე ნანატრ ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატებზეც დაიმშვენებს მკერდს ოქროს მედლით.