საზოგადოება
30.09.2021 13:34
გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ დიცში სასმელი წყლის სისტემის მოწყობა მიმდინარეობს
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ დიცში, ე.წ. ცხინვალის უბანში სასმელი წყლის სისტემის მოწყობა მიმდინარეობს. როგორც თვითმმართველობაში ამბობენ, პროექტის მიხედვით მოეწყობა ჭაბურღილი, რეზერვუარი, საქლორატორო ცენტრალური მაგისტრალი და შიდა ქსელი. დამონტაჯდება ინდივიდუალური მრიცხველებიც. სამუშაოებზე 530 500 ლარი დაიხარჯება. პროექტს გორის მუნიციპალიტეტის მერია ახორციელებს და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.
დიცში მიმდინარე სამუშაოები გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა და მერიის ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელმა დაათვალიერეს. ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, სასმელი წყლის სისტემის გაუმართაობის გამო, მოსახლეობას წყალი შეფერხებით მიეწოდება. პროექტის განხორციელება 2022 წელს დასრულდება, რის შემდეგაც 50 ოჯახს სასმელი წყლის მიწოდება მნიშვნელოვნად გაუუმჯობესდება.
ცნობისთვის, ამ ეტაპზე, სასმელი წყლის სისტემის მოწყობა დიცის გარდა, გორის მუნიციპალიტეტის კიდევ ორ სოფელში - უფლისციხესა და შინდისში (ერთ უბანი) მიმდინარეობს.
კვირის ამბები