საზოგადოება
30.09.2021 12:25
გორის მუნიციპალიტეტის მერიამ ჯილდოს მიმღები 100%-იანი გრანტის მქონე სტუდენტების რეგისტრაციის ვადა გაახანგრძლივა
გორის მუნიციპალიტეტის მერიამ ჯილდოს მიმღები 100%-იანი გრანტის მქონე სტუდენტების რეგისტრაციის ვადა გაახანგრძლივა. პროგრამით მოსარგებლეებს, შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენა მიმდინარე წლის 15 ოქტომბრის ჩათვლით შეუძლიათ.
შეგახსენებთ, სტუდენტებს, რომლებმაც მიმდინარე წელს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიან ეროვნულ გამოცდებში ყველაზე მაღალი რეიტინგის (100% საგრანტო ქულის) საფუძველზე მოიპოვეს სწავლის გაგრძელების უფლება, გორის მერია დააჯილდოებს. უწყება წარმატებული სტუდენტების წახალისებას „განათლების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების მუნიციპალური პროგრამის“ ფარგლებში გეგმავს.
„ინიციატივა ეხება სკოლის კურსდამთავრებულების ორ კატეგორიას:
გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ და მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების კურსდამთავრებულებს და გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ (ბოლო 2 წელი ) იმ ახალგაზრდებს, რომლებსაც მოუწიათ საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტების ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლა. დაინტერესებულმა პირებმა გორის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინონ: განცხადება; პირადობის მოწმობის ასლი;
ცნობა გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის შესახებ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან (რეესტრი); სწავლის დამადასტურებელი ცნობა საჯარო ან კერძო სკოლიდან; ცნობა სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრიდან 100%-იანი სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვების შესახებ და საბანკო ანგარიშის ნომერი“, - აცხადებენ ადგილობრივ თვითმმართველობაში.
დაინტერესებულმა პირებმა, გორის მუნიციპალიტეტის მერიას 2021 წლის 15 ოქტომბრის ჩათვლით უნდა მიმართონ, ან, დაეკონტაქტონ
გორის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების განყოფილების ხელმძღვანელს, ნინო ბერიანიძეს ტელეფონის ნომერზე: 599 85 17 47.
კვირის ამბები