საქართველოს მოსახლეობის 60 % სრულიად მოშიშვლებული ხვდება კოვიდის შემდეგ ტალღებს, - ამის შესახებ იმუნოლოგ-ალერგოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში წერს.
კულუმბეგოვის აზრით, კოვიდის შემდეგი ტალღების აღმავალი მრუდი ქვეყანაში 2-2.5 თვეში გამოჩნდება
„კოვიდი გადაიტანა მოსახლეობის 16.5% -მა (613 ათასმა ადამიანმა), მსოფლიოში ჩატარებული სეროპრევალენტობის კვლევები აჩვენებს, რომ ეს ციფრი რეალურად ორმაგდება არადიაგნოტირებულების და უსიმპტომოების ხარჯზე, ანუ რეალური ციფრი ჩვენთან იქნება დაახლოებით 30-35%!
აცრა გაიკეთა მოსახლების 21%-მა, დაზუსტებულ ინფორმაციას არ ვფლობ, მაგრამ ეჭვი მაქვს, აქ 80% ის ხალხია ვინც ინფექცია უკვე გადაიტანა და ვირუსს თვალებში ჩახედა.
გამოდის, ჩვენი მოსახლეობის 60 % სრულიად მოშიშვლებული ხვდება კოვიდის შემდეგ ტალღებს, რომლის აღმავალი მრუდი 2-2.5 თვეში გამოჩნდება!
წუწუნს ჯობია აიცრა და არ დაუშვა შემდეგი ტალღა ჩვენს ქვეყანაში!“ - წერს კულუმბეგოვი.