მრავალწლოვანი ბაღების გაშენებით დაინტერესებული პირებისთვის სოფლის განვითარების სააგენტო სახელმწიფო პროგრამას განახორციელებს
მრავალწლოვანი ბაღების გაშენებით დაინტერესებული პირებისთვის, სოფლის განვითარების სააგენტო კიდევ ერთ სახელმწიფო პროგრამას განახორციელებს. კერძოდ, უწყება, 18 ოქტომბერს საშემოდგომო განაცხადების მიღებას იწყებს პროგრამის - „დანერგე მომავალი“ მრავალწლოვანი ბაღების თანადაფინანსების კომპონენტის ფარგლებში.
„მსურველებმა უნდა გაითვალისწინონ,რომ განაცხადის გაკეთება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ელექტრონულ ფორმატში, ვებგვერდიდან: www. rda. gov. ge იმისთვის, რომ დაიჭიროთ თადარიგი პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად, სააგენტოს ვებგვერდზე ასევე შეგიძლიათ იხილოთ პროგრამაში მონაწილეობისთვის საჭირო ეტაპები და წარმოსადგენი დოკუმენტაცია. დამატებითი კითხვებისთვის კი, მიმართეთ საინფორმაციო დეპარტამენტს ტელეფონის ნომერზე 1501 და შეძლებისდაგვარად დაგეხმარებიან, ასევე, შეგიძლიათ ისარგებლოთ ონლაინ ჩატით“, - აცხადებენ სოფლის განვითარების სააგენტოში.