ბოლო 24 საათში, ქვეყანაში ჩატარებული ტესტირების შედეგად, გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 743 ახალი დადასტურებული შემთხვევა. კოვიდ 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, საქართველოში გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 613 012-ს.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 266 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 585 071-მდე.
სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 29 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 8 946 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 743 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 571 შემთხვევა, აჭარა - 85, იმერეთი - 315, ქვემო ქართლი - 94, შიდა ქართლი - 79, გურია - 47, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 189, კახეთი - 262, მცხეთა-მთიანეთი - 54, სამცხე-ჯავახეთი - 35, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 12.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 18 969, საიდანაც 4 223 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 045 პირი, მათ შორის, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 260 პირი.