საზოგადოება
30.09.2021 09:23
თავმოკვეთილი პატიმრები, 120-მდე გარდაცვლილი, 80 დაშავებული - შეტაკება ეკვადორის ციხეში

ეკვადორის რესპუბლიკის დიდესი ქალაქის გუაიაკილის ციხეში მომხდარ შეტაკებას 120-მდე პატიმრის სიცოცხე ემსხვერპლა, 80 კი დაშავდა.

BBC-ის ინფორმაციით, შეტაკება დაპირისპირებულ კრიმინალურ დაჯგუფებებს შორის მოხდა. BBC-ის ცნობით, რამდენიმე პატიმარს თავი აქვს მოკვეთილი. ერთ-ერთი ვერსიით, დაპირისპირება მექსიკელ ნარკომოვაჭრეთა დაჯგუფებებს უკავშირდება.

გუაიაკილის პოლიციის უფროსის განცხადებით, პატიმრებმა ყუმბარებიც ისროლეს.

ციხეში წესრიგის აღსადგენად მობილიზებულია 500-მდე პოლიციელი. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, არეულობა მექსიკის ნარკომოვაჭრეთა დაჯგუფებებმა შეუკვეთეს, რომლებიც ამჟამად ეკვადორში მოქმედებენ.

ეკვადორის სასჯელაღსრულების სისტემაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადდა.

ამჟამად ციხეში კონტროლი აღდგენილია.

ეკვადორის ორ უმსხვილეს ციხეში ამბოხი მიმდინარე წლის თებერვალსა და ივლისშიც მოხდა, აღნიშნულ ამბოხსა და დაპირისპირებას 100-მდე პატიმრის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავდა 10-ზე მეტი პოლიციელი.

კვირის ამბები