საზოგადოება
29.09.2021 15:04
სკოლებში პირბადის გამოყენება ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო იქნება - ვინ გააკონტროლებს, ან გამოავლენს დარღვევას
4 ოქტომბრიდან, სკოლის შიდა სივრცეში პირბადის გამოყენება ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო იქნება. ამასთან, სკოლებში მკაცრად გაკონტროლდება დადგენილი რეგულაციების შესრულება, - ამის შესახებ გადაწყვეტილება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრებმა მიიღეს.

GMnews-ის ინფორმაციით, პირბადის ტარების გაკონტროლებას საკლასო ოთახში პედაგოგი, სკოლის შიდა სივრცეში კი - მანდატურის, ან უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები უზრუნველყოფენ.

როგორც ცნობილია, მეხუთე კლასის ჩათვლით, გასულ წელს, სკოლის სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო არ იყო, თუმცა, წელს მოზარდებს სამედიცინო ნიღბის ტარება როგორც გაკვეთილზე, ისე შესვენების პერიოდში მოუწევთ.
კვირის ამბები