საზოგადოება
29.09.2021 14:48
ჩემი ინფორმაციით, პირველკლასელების ბუქები 10-15 ოქტომბრამდე გაიცემა - ნანა ტერმაკოზაშვილი

სახელმწიფო პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერი“-ს ფარგლებში, პირველკლასელებისთვის განკუთვნილი ბუქები უკვე შესყიდულია, თუმცა, საკმარისი რაოდენობა ჯერ არ არის შემოსული ქვეყანაში, - ამის შესახებ GMnews-ს გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორმა, ნანა ტერმაკოზაშვილმა განუცხადა.

ტერმაკოზაშვილის თქმით, მომწოდებელ კომპანიასთან შესაბამისი ხელშეკრულება უკვე დადებულია.

„რამდენიმე წელია, საქართვლოში პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ხორციელდება, რომლის ფარგლებშიც, პირველკლასელებს ნეტ ბუკები გადაეცემათ. წელს, კოვიდპანდემიის გამო, მოწოდების ვადებთან დაკავშირებით გარკვეული ხარვეზი შეიქმნა, თუმცა, ჩემი ინფორმაციით, მომწოდებელ კომპანიასთან ხელშეკრულება გაფორმებულია და ეტაპობრივად ხორციელდება ბუკების შემოტანა ქვეყანაში. როგორც ვიცი, 10-15 ოქტომბრისთვის, შესაბამისი ტექნიკა ყველა პირველკლასელს გადაეცემა,“ - განაცხადა GMnews-სთან საუბრისას გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორმა.

შეგახსენებთ, რომ სკოლებმა უკვე გასცეს სახელმძღვანელოები.

კვირის ამბები