1999 წლიდან, 29 სექტემბერს მთელს მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც, გულის საერთაშორისო დღე აღინიშნება.
ამ დღის დაარსების ინიციატორი გულის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი ანტონი ბაიეს დე ლუნა იყო.ინიციატივა გულისა და სასუნთქი გზების დაავადებებზე საზოგადოების მეტ ინფორმირებულობას ისახავდა მიზნად. იდეას მხარი დაუჭირეს მსოფლიო ჯანდაცვის ასოციაციამ (WHO) და იუნესკომ.
ამჟამად, ეს თარიღი მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში აღინიშნება.
საყოველთაოდ ცნობილია, რომ გულ-სისხლძარღვთა დაავადებები მსოფლიოში სიკვდილიანობის ძირითადი მიზეზია.
გულის მსოფლიო დღე ჯანმრთელობის გლობალური კამპანიაა, რომლის მთავარი ამოცანაა გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების, წარმოშობის მიზეზების და მათი პრევენციის შესახებ ცნობიერების ამაღლება.