საზოგადოება
29.09.2021 12:19
გორის მუნიციპალიტეტის რომელ საბავშვო ბაღებში არ განახლდება სასწავლო პროცესი 4 ოქტომბრიდან
არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების აღსაზრდელებისთვის 2021-2022 სასწავლო წელი 4 ოქტომბერს დაიწყება, თუმცა, სასწავლო პროცესი ვერ განახლდება იმ ბაგა-ბაღებში, რომლებშიც სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს, - ამის შესახებ GMnews-ს გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ხელმძღვანელმა განუცხადა. ლია კოვზიაშვილის თქმით, სკრის, კარალეთის N1და შერთულის საბავშვო ბაღებში, მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, სასწავლო პროცესის დაწყება, სავარაუდოდ, ოქტომბრის ბოლომდე გადაიწევს.
„უნდა აღინიშნოს, რომ ზემოთჩამოთვლის საბავშვო ბაღებში საკმაოდ მასშტაბური სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა, ამიტომაც სასწავლო პროცესის დაწყება ოქტომბრის ბოლომდე შეფერხდება. რაც შეეხება ამ დროისთვის არსებულ მდგომარეობას, სარემონტო პროცესები ფაქტიურად დასრულებულია და რჩება მხოლოდ ამ სააღმზრდელო დაწესებულებების ინვენტერით აღჭურვა, რის შემდეგაც ეს საჯარო ბაღებიც მზადა იქნება სასწავლო პროცესის განახლებისთვის“, - აღნიშნა ლია კოვზიაშვილმა.
შეგახსენებთ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყნის მასშტაბით, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სასწავლო პროცესი 4 ოქტომბრიდან განახლდება.
კვირის ამბები