საზოგადოება
29.09.2021 11:55
გადაიხდიან თუ არა სავალდებულო ტესტირების თანხას აუცრელი პედაგოგები

სასწავლო პროცესის სკოლის შენობაში განახლების გადაწყვეტილების პარალელურად, გააქტიურდა კითხვა, სკოლების პერსონალის რა ნაწილია აცრილი კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით და გადაიხდიან თუ არა სავალდებულო ტესტირების თანხას აუცრელი პედაგოგები. GMnews საკითხის გასარკვევად გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრს დაუკავშირდა.

გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორის, ნანა ტერმაკოზაშვილის განცხადებით, საჯარო სკოლების პერსონალისთვის სავალდებულო ტესტირება უკვე იწყება და ის კვლავინდებურად უფასო იქნება როგორც აცრილი, ისე აუცრელი პედაგოგებისთვის.

„ბოლო მონაცემებით, გორის საჯარო სკოლების თანამშრომელთა დაახლოებით 65 %-ია ვაქცინირებული და ბუნებრივია, ისევ გრძელდება ვაქცინაციის პროცესი. რაც შეეხება შეკითხვას, ტესტირების საფასურთან დაკავშირებით, გეტყვით, რომ სავალდებულო ტესტირება უკვე იწყება და ის კვლავ უფასო იქნება როგორც აცრილი, ისე აუცრელი პედაგოგებისთვის. გამონაკლისს წარმოადგენს მხოლოდ ის შემთხვევა, როცა პირს კოვიდის გადატანიდან სამი თვე არ შესრულებია“, - განაცხადა ნანა ტერმაკოზაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ სავალდებულო ტესტირებას მასწავლებლები და სკოლის პერსონალი 14 დღეში ერთხელ ექვემდებარებიან.

კვირის ამბები