საზოგადოება
25.11.2019 16:50
მე-4 და მე-6 კლასებში ტესტირება ელექტრონულად ჩატარდება
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შესაძლოა, მე-4 და მე-6 კლასებში ტესტირება ელექტრონულად ჩატარდეს. ამასთან, იქმნება სასკოლო შეფასების ელექტრონული პლატფორმა, რომლის საშუალებითაც მოხდება, როგორც მოსწავლეთა რეგისტრაცია, ასევე მათი ტესტირება.
უწყების ცნობით, 2019-2020 სასწავლო წლის ბოლოს, პროექტ „შეფასება განვითარებისთვის“ საპილოტე ვერსია 200-მდე საჯარო სკოლაში განხორციელდება, რაც მე-4 და მე-6 კლასის მოსწავლეების მიერ ქართულსა და მათემატიკაში ტესტებს ჩაბარებას გულისხმობს.
მომდევნო სასწავლო წლიდან კი, აღნიშნული პროექტის განხორციელება ყველა სკოლაში იგეგმება. როგორც ცნობილია, ამავე პროექტის მიხედვით, მე-10 კლასელების ნაწილი, მომდევნო სასწავლო წელს საპილოტე ტესტებს გაივლის.
კვირის ამბები