საზოგადოება
29.09.2021 11:27
კოტე თავზარაშვილი რჩება ჩვენს გუნდთან ერთად და მინდა, წარმატებები ვუსურვო მას იმ მიმართულებაში, რასაც მომავალში გაუძღვება - შიდა ქართლის გუბერნატორი

გორის მერის პოზიციაზე ოთხწლიანი მუშაობის შეჯამებისას, კონსტანტინე თავზარაშვილს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა შიდა ქართლის გუბერნატორმა. ვალერიან მჭედლიძის განცხადებით, კონსტანტინე თავზარაშვილი რჩება მმართველ გუნდში და ერთ-ერთ მიმართულებაში გააგრძელებს საქმიანობას.

,,ამ ოთხი წლის განმავლობაში ბატონმა კოტემ მნიშვნელოვანი საქმიანობა გასწია მუნიციპალიტეტის განვითარების საქმეში, გარდა იმისა, რომ იგი არის კარგი მერი, კარგი მენეჯერი, ამავდროულად, არის კარგი გორელი. მადლობას ვუხდი მას გაწეული საქმიანობისთვის, აქვე გეტყვით, რომ ბატონი კოტე რჩება ჩვენს გუნდთან ერთად და მინდა, წარმატებები ვუსურვო მას იმ მიმართულებაში, რასაც მომავალში გაუძღვება“, - განაცხადა შიდა ქართლის გუბერნატორმა ვალერიან მჭედლიძემ.

კვირის ამბები