საზოგადოება
29.09.2021 11:05
მუნიციპალიტეტის მერმა გორის საპატიო მოქალაქეები დაასახელა

გორის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა მერის პოზიციაზე ოთხწლიანი მუშაობის შეჯამებისას, გორის საპატიო მოქალაქეები დაასახელა: გორის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი მარინა გიუნაშვილი, ექიმი პედიატრი ნანა კავლელაშვილი, მწვრთნელი ანზორ თენაძე, ტიხრული მიმაქრის ოსტატი და პედაგოგი ერმილე მაღრაძე და ახალგაზრდა გორელი ტექნიკოსი, არაერთი ღონისძიების ტექნიკური ორგანიზატორი, გორელ ფოტოგრაფთა კლუბის ხელმძღვანელი ოთო გვრიტიშვილი.

შეგახსენებთ, კონსტანტინე თავზარაშვილმა მერის პოზიციაზე ოთხწლიანი მუშაობა „ლომჭაბუკის“ მონუმენტის მიმდებარე სკვერში შეაჯამა. ღონისძიებას შიდა ქართლის გუბერნატორი, გუბერნატორის პირველი მოადგილე, სხვადასხვა სამსახურების ხელმძღვანელები, საზოგადოების წარმომადგენლები, ევროკავშირის გორის ოფისის ხელმძღვანელი, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი ეპარქიების მღვდელმთავრები - მიტროპოლიტი ანდრია და მიტროპოლიტი ისაია, გორში არსებული სამედიცინო დაწესებულებების და სხვა უწყებების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

კვირის ამბები