საზოგადოება
28.09.2021 19:40
კონსტანტინე თავზარაშვილი მერის პოზიციაზე ოთხწლიან მუშაობას აჯამებს

ამ წუთებში, გორში, „ლომჭაბუკის“ მონუმენტის მიმდებარე სკვერში, გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი მერის პოზიციაზე ოთხწლიან მუშაობას აჯამებს.

ღონისძიებას შიდა ქართლის გუბერნატორი, გუბერნატორის პირველი მოადგილე, სხვადასხვა სამსახურების ხელმძღვანელი პირები, საზოგადოების წარმომადგენლები, ევროკავშირის გორის ოფისის ხელმძღვანელი, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი ეპარქიების მღვდელმთავრები, გორში არსებული სამედიცინო დაწესებულებების და სხვა უწყებების ხელმძღვანელები ესწრებიან.

როგორც ცნობილია, ღონისძიების ბოლოს მოხდება საპატიო მოქალაქეების დასახელებაც.

შეგახსენებთ, რომ კონსტანტინე თავზარაშვილმა გორის მუნიციპალიტეტის მერის პოზიცია 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ დაიკავა.

 

კვირის ამბები