ყველა მოსწავლისთვის აუცილებელი იქნება პირბადის ტარება, - ამის შესახებ განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა.
ჩხენკელის განცხადებით, უმაღლეს სასწავლებლებსა და კოლეჯებს შესაძლებლობა ექნებათ, აირჩიონ ონლაინ ფორმატით გააგრძელებენ სწავლას თუ აუდიტორიებში.
„საჯარო და კერძო სკოლებში 4 ოქტომბერს სწავლა გაგრძელდება საკლასო ოთახებში. საბავშვო ბაღების მუშაობა აღდგება სრულად. ეს ეხება როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო ბაღებს.
რაც შეეხება პროფესიულ კოლეჯებს და უნივერსიტეტებს, 4 ოქტომბერს მათ უფლება ეძლევათ, რომ სასწავლო პროცესი გააგრძელონ აუდიტორიებში. გადაწყვეტილებებს კოლეჯები და უნივერსიტეტები იღებენ თვითონ თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში, რასაკვირველია სამინისტროსთან შეთანხმებით.
სიახლე გახლავთ ის, რომ სკოლებში ყველა მოსწავლისთვის აუცილებელი იქნება პირბადის ტარება“, - განაცხადა განათლების მინისტრმა.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში