საზოგადოება
28.09.2021 12:43
2 ოქტომბერს მოქალაქეები შსს-ს მომსახურების სააგენტოს სერვისებით ვერ ისარგებლებენ
2 ოქტომბერს, მოქალაქეები, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სერვისებით ვერ ისარგებლებენ. როგორც GMnews-ს უწყებაში განუცხადეს, ზემოხსენებული თარიღი, სააგენტოს ყველა სტრუქტურული ერთეულში დასვენების დღედაა გამოცხადებული.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს განმარტებით, 2 ოქტომბრის უქმე დღედ გამოცხადება ქვეყანაში ჩანიშნულ თვითმმართველობის არჩევნებს უკავშირდება.
კვირის ამბები