დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სოფლად სახლს კიდევ 570 დევნილ ოჯახს შეუსყიდის
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სოფლად სახლს კიდევ 570 დევნილ ოჯახს შეუსყიდის.
როგორც უწყებაში აცხადებენ, იძულებით გადაადგილებული ოჯახები, სახლებს, მთელი საქართველოს მასშტაბით, თავადვე შეარჩევენ, რისთვისაც მათ სამთვიანი ვადა მიეცათ.
„სოფლად სახლის“ პროექტში მონაწილეობის მოთხოვნით განაცხადის შევსება დევნილ ოჯახებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ. მნიშვნელოვანია, რომ წელს, პროექტის ფარგლებში, თითოეული ოჯახისთვის გამოყოფილი თანხა გავზარდეთ. სახლების უმეტესობას თან ახლავს მიწის ნაკვეთები, რაც დევნილებისთვის შემოსავლის დამატებით წყაროს წარმოადგენს. მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, სოფლად სახლის პროექტის ფარგლებში, 5000 დევნილი ოჯახი განსახლდება“, - ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.