2 ოქტომბერს დაგეგმილ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, გორის მერობისთვის ოთხი კანდიდატი იბრძოლებს.
ცესკოს გვერდზე გამოქვეყნებული ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, თვითმმართველობის არჩევნებში ოთხი სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელია რეგისტრირებული. ცნობისთვის, ოთხი კანდიდატიდან ერთი ქალია.
GMnews გთავაზობთ იმ კანდიდატების, მათი წარმდგენი პოლიტიკური პარტიების და საარჩევნო ნომრების ჩამონათვალს, ვისი სახელებიც 2 ოქტომბერს საარჩევნო ბიულეტენზე დაგხვდებათ.
ეთერ ჯალაღანია, „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“, საარჩევნო ნომერი 2;
ვასილ მახარაშვილი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, საარჩევნო ნომერი 5;
კონსტანტინე ანანიაშვილი, „გახარია - საქართველოსთვის“, საარჩევნო ნომერი 25;
ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, საარჩევნო ნომერი 41.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში