სპორტი
28.09.2021 11:08
2 ოქტომბერს, ნორვეგიაში, თავისუფალ და ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მსოფლიოს ჩემპიონატზე გენო პეტრიაშვილი მოქმედი ჩემპიონის რანგში მიიღებს მონაწილეობას

2 ოქტომბერს, ნორვეგიის დედაქალაქი ოსლო მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლებს თავისუფალ და ბერძნულ - რომაულ ჭიდაობაში.
გორელი თავისუფალი სტილის მოჭიდავე - გენო პეტრიაშვილი, მსოფლიოს ჩემპონატზე მოქმედი ჩემპიონის რანგში მიიღებს მონაწილეობას. ბოლოს მსოფლიოს ჩემპიონატი ჭიდაობაში 2019 წელს ჩატარდა.
გენოს მსოფლიოს ჩემპიონატებზე 3 ოქროს და 2 ბრინჯაოს მედალი აქვს აღებული.
2013 და 2015 წლებში პეტრიაშვილმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვა, 2017, 2018 და 2019 წლებში კი - ოქრო. ამ მედლების გარდა, პეტრიაშვილს ოლიმპადაზე აღებული აქვს თითო ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები, ევროპის ჩემპიონატებზე კი 2 ოქროს, 2 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედალი, ერთი ბრინჯაოც მის ანგარიშზე ევროპის ოლიმპიური თამაშებიდანაა.

კვირის ამბები