ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ვირუსით ინფიცირების 2 185 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 609 340-მდე გაიზარდა. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 010 პირი და მთლიანობაში, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 580 891.
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით გარდაცვალების 40 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს 8 884 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 185 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 584 შემთხვევა, აჭარა - 121, იმერეთი - 392, ქვემო ქართლი - 153, შიდა ქართლი - 148, გურია - 46, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 215, კახეთი - 413, მცხეთა-მთიანეთი - 61, სამცხე-ჯავახეთი - 29, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 23.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 19 539 საიდანაც 4 360 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის მძიმე პაციენტია 1 066 პირი.