სსიპ - გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მერეთის საჯარო სკოლა ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებლის პოზიციაზე ვაკანსიას აცხადებს. შესაბამისი განცხადება უკვე განთავსებულია პორტალზე teacherjobs.ge.
განცხადების პირობების თანახმად, ვაკანტური პოზიცია კვირაში 15-საათიან სამუშაო გრაფიკს გულისხმობს და გაკვეთილების ჩატარებას I-XII კლასების მოსწავლეებისთვის ითვალისწინებს. რაც შეეხება ანაზღაურებას, თვეში 437 ლარია მითითებული.
კანდიდატები უნდა აკმაყოფილებდნენ მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს. მსურველებს განაცხადების წარდგენის ვადა 1 ოქტომბერს ეწურებათ. რაც შეეხება სამუშაოს დაწყების თარიღს, შერჩეული კანდიდატი ულება-მოვალეობის შესრულებას 5 ოქტომბრიდან შეუდგება.
მასწავლებლობის/მაძიებლობის მსურველმა განაცხადი უნდა გაგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www.pedagogi.ge (teacherjobs.ge) და მასწავლებლობის მსურველად დარეგისტრირდეს.