საზოგადოება
28.09.2021 09:53
28 სექტემბერს გორში უნალექო ამინდია მოსალოდნელი, უახლოეს დღეებში კი ტემპერატურა კვლავ დაიკლებს და მოსალოდნელია ნალექიც

28 სექტემბერს გორის მუნიციპალიტეტში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. მთელი დღის განმავლობაში ნავარაუდევია ნაწილობრივ ღრუბლიანობა, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი +19 გრადუსს მიაღწევს.

რაც შეეხება მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზს, უახლოესი ოთხი დღის განმავლობაში გორში კვლავ დაიკლებს ტემპერატურა და მოსალოდნელია ნალექიც.

29 სექტემბერს ჰაერი +18 გრადუსამდე გათბება, მთელი დღის განმავლობაში შენარჩუნდება ნახევრადღრუბლიანი ამინდი, 14 საათისთვის და საღამოს 20 საათიდან მოსალოდნელია წვიმა.

რაც შეეხება 30 სექტემბერს, ხუთშაბათს, გორის მუნიციპალიტეტში მთელი დღის განმავლობაში იწვიმებს, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი მხოლოდ +13 გრადუსს მიაღწევს.

ღრუბლიანობა და ნალექია ნავარაუდევი 1-ელ და 2 ოქტომბერსაც. ჰაერის ტემპერატურა კი + 12-დან +14 გრადუსამდე დაფიქსირდება.

კვირის ამბები