ტურიზმი
27.09.2021 11:08
დღეს ტურიზმის მსოფლიო დღე აღინიშნება
ტურიზმის მსოფლიო დღე ყოველწლიურად 27 სექტემბერს აღინიშნება. აღნიშნული თარიღი გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის მიერ 1979 წელს დაარსდა და საერთაშორისო საზოგადოების ტურიზმის სოციალურ, კულტურულ და ეკონომიკურ მნიშვნელობაზე ყურადღების გამახვილებას ისახავს მიზნად.
გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მონაცემებით, COVID-19 პანდემიამ მოგზაურობისა და ტურიზმის უპრეცედენტო ვარდნა გამოიწვია.
მაგალითისთვის, გასულ წელს, საერთაშორისო ტურიზმი 65%-ით შემცირდა და ტურიზმზე მოთხოვნის მკვეთრმა ვარდნამ საერთაშორისო ტურიზმის სფეროში 460 მილიარდი დოლარის ოდენობით ზარალი გამოიწვია.
მსოფლიო სტატისტიკის თანახმად, მსოფლიოში ყოველი ათი ადამიანიდან ერთი ტურიზმის სექტორშია დასაქმებული. პანდემიის შედეგად კი, 100-120 მილიონი სამუშაო ადგილი ამჟამად საფრთხის წინაშეა.
კვირის ამბები