12 წელს ზემოთ მოზარდების ვაცინაციასთან დაკავშირებით იმუნიზაციის სამეცნიერო კომიტეტი დასკვნას მომავალ კვირაში გამოიტანს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
„12 წელს ზემოთ მოზარდებში ვაქცინაციის პროცესზე იმუნიზაციის სამეცნიერო კომიტეტის დასკვნა მომავალ კვირაში უნდა იყოს. ამის მიხედვით გადავწყვეტთ საყოველთაოდ შევთავაზებთ მოზარდებს ვაქცინაციას თუ მათ გარკვეულ ჯგუფებს“, - განაცხადა გამყრელიძემ.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში