სსიპ - მიხეილ ცერცვაძის სახელობის გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეღდულეთის საჯარო სკოლა ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მასწავლებლის პოზიციაზე ვაკანსიას აცხადებს.
ვაკანტური პოზიცია კვირაში 7-საათიან სამუშაო გრაფიკს გულისხმობს და გაკვეთილების ჩატარებას II, III, IV, V, VI კლასების მოსწავლეებისთვის ითვალისწინებს.
კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს. ასევე, ჩაბარებული უნდა ჰქონდეს საგნის და პროფესიული უნარების გამოცდა 10 კრედიტზე. სასურველია ჰქონდეს პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება. რაც შეეხება სავარუდო ხელფასს, 450-485 ლარით განისაზღვრება. მსურველებს გამოხმაურების ვადა 3 ოქტომბერ ეწურებათ.
მასწავლებლობის/მაძიებლობის მსურველმა განაცხადი უნდა გაგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www. pedagogi. ge (teacherjobs.ge) და მასწავლებლობის მსურველად დარეგისტრირდეს.