სინოპტიკოსების ცნობით, გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უახლოესი ორი დღის განმავლობაში კვლავ ნალექია მოსალოდნელი. დღეს საღამოს წვიმა კიდევ უფრო მოიმატებს და მოსალოდნელია ელჭექიც.
ნალექი შენარჩუნდება ხვალ, 24 სექტემბერსაც. დილიდან 11 საათამდე მოსალოდნელია ნახევრადღრუბლიანი ამინდი და მცირე წვიმა, 11 საათიდან 16 საათამდე კი ღრუბლიანობა და ნალექის მომატებაა ნავარაუდევი, ჰაერის ტემპერატურა კი დღის საათებში მხოლოდ +14 გრადუსს მიაღწევს.
ნახევრადღუბლიანი ამინდი და მცირე წვიმაა მოსალოდნელი 25 სექტემბერსაც, ჰაერი კი +16 გრადუსამდე გათბება. საღამოს 20 საათიდან მოიმატებს ნალექი.
+15 გრადუსი და სანახევროდ ღრუბლიანობაა მოსალოდნელი 26 სექტემბერსაც, მუნიციპალიტეტის ცალკეულ ლოკაციებზე ნავარაუდევია მცირე ნალექიც.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში