დედამიწის სხვადასხვა კუთხეში არაერთი განსხვავებული არქიტექტურის შენობაა შემორჩენილი, რომელიც ათასობით ადამიანს აოცებს.
GMnews-ი წარმოგიდგენთ „10 ყველაზე უჩვეულო სახლის“ სტატუსის მატარებელი შენობების ნუსხას.
ცეკვის სახლი, ჩეხეთი - შენობა, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ელეგანტურია მსოფლიოს ათ უჩვეულო სახლს შორის - იგი 1996 წელს ააშენეს არქიტექტორებმა ვ. მილუნიჩმა და ფ. გარიმ ე.წ. დეკონსტრუქტივისტული სტილით. სტრუქტურა შედგება ორი სახლისგან, სადაც ერთი მეორეზეა მიზიდული, რითაც მოცეკვავე წყვილის მეტაფორა იქმნება. ამჟამად შენობაში განთავსებულია რესტორანი და საერთაშორისო კომპანიების ოფისები.
ქვის სახლი ფაფეში, პორტუგალია - ექსპერტების შეფასებით, ეს გახლავთ ჭეშმარიტად მითიური ხედი მსოფლიოში. ერთ-ერთი ყველაზე უჩვეულო კერძო სახლი პორტუგალიის ჩრდილოეთით, ფაფის მთებში მდებარეობდა და იგი აშენდა სამ უზარმაზარ ლოდს შორის. ამ უცნაური ნაგებობის არქიტექტორია ვ. როდრიგესი, რომელმაც შენობა 1974 წელს დააპროექტა. როგორც ცნობილია, არქიტექტორზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მულტფილმმა "The Flintstones", რომელშიც მოვლენები ქვის ხანაში, მსგავს საცხოვრებელ სახლში ვითარდება. სახლში ამჟამად ელექტროენერგია არ არის, მაგრამ არის ლოდზე მოჩუქურთმებული ბუხარი და მოჩუქურთმებული ქვის კიბე.
თავდაყირა სახლი შიმბარკში, პოლონეთი - მსოფლიოში ყველაზე ორიგინალურ სახლებს შორის არ შეიძლება ვინმეს გამორჩეს თავდაყირა სახლი, რომელიც პოლონეთში, ქალაქ გდანსკის მახლობლად მდებარეობს. იგი შეიქმნა არქიტექტორ დ. ჩაპევსკის იდეის მიხედვით, რაც მეტაფორულად კომუნისტური ეპოქის მოსვლას და ხალხის ცხოვრების თავდაყირა დაყენებას უკავშირდება.
კოჭას სახლები ბარსელონაში, ესპანეთი - ეს თითქოსდა ზღაპრული გარემო ბარსელონაშია. ისინი ცნობილმა არქიტექტორმა ა. გაუდიმ დააარსა. ჯანჯაფილის სახლები ბარსელონას სიმბოლოდ ითვლება.
ჭურვი სახლი კუნძულ მუჯერესზე, მექსიკა - მსოფლიოს ყველაზე საოცარ სახლებს შორის გამოირჩევა სიურეალისტი მიმდევრის, ოქტავიო ოკამპოს მიერ აშენებული ჭურვი სახლი. ეს შენობა ფაქტობრივად სასტუმროა კარიბის ზღვის მექსიკის კუნძულ მუჯერესზე. უჩვეულო გარეგნობის მიუხედავად, ბეტონისგან და უზარმაზარი რაოდენობის ჭურვებისგანაა აგებული. ეს გახლავთ სახლი, რომელსაც საერთოდ არ აქვს კუთხე.
მრუდე სახლი სოფოტში, პოლონეთი
- პოლონეთის ქალაქ სოფოტში შეგიძლიათ ნახოთ ერთ-ერთი ყველაზე უჩვეულო და საინტერესო სახლი - ე.წ. მრუდე სახლი. მასში ვერ ნახავთ სწორ კუთხეებსა და სწორ ხაზებს. ეს არის პოლონელი არქიტექტორის, იაცეკ კარნოვსკის პროექტის იდეა. შენობაში ახლა განთავსებულია სავაჭრო ცენტრი და კაფე.
ჩაიდნის სახლი ტეხასში, აშშ - ტეხასის ქალაქ გალვესტონიდან არც ისე შორს, ჯერ კიდევ 1950 წელს, გაჩნდა არაჩვეულებრივი შენობა ჩაიდნის სახით. იქ არავინ ცხოვრობს, მაგრამ, ადგილობრივების თქმით, აქ პერიოდულად ჩამოდის ახალგაზრდა კაცი.
კუბური სახლები როტერდამში, ჰოლანდია - უნიკალური საცხოვრებელი კომპლექსი-ხიდი არქიტექტორმა პიეტ ბლომმა 1984 წელს შექმნა. კომპლექსის ზედა ნაწილში განთავსებულია 38 კუბი, რომლებიც წარმოადგენს საცხოვრებელ ბინებს. ბეტონის ძირში არის შესასვლელი და კიბე ხის კუბზე, რომელიც იყოფა სამ დონედ: სამზარეულო, საძინებელი და ბაღის ოთახი.
დედამიწის სახლი უელსში, დიდი ბრიტანეთი - ეს გახლავთ სიმონ დეილის ბავშვობის ოცნების განხორციელება - ტოლკინის წიგნების ზღაპრული გმირის, ჰობიტის სახლი, რომელიც თავისუფლად შეიძლება მიეკუთვნოს მსოფლიოს საოცარ სახლებს. მრგვალი კონსტრუქცია აგებულია გორაკის ძირში ბუნებრივი მასალებისგან - ხისგან, ტურფისგან, ნიადაგისა და ქვისგან. აღსანიშნავია, რომ სახლის მშენებლობას 3 ათასი ფუნტი დასჭირდა.
ჩექმის სახლი სამხრეთ აფრიკაში, მპუმალანგაში - ფეხსაცმლის სახლი მხატვრის რონ ვან ზიელის შემოქმედებაა, რომელმაც ის, თავისი მეუღლისთვის, ჯერ კიდევ 1990 წელს ააშენა. ახლა შენობა კომპლექსის ნაწილად ითვლება, რომელიც მოიცავს ხისგან დამზადებული მფლობელის ხელნაკეთობების მუზეუმს, სასტუმროს და რესტორანს.