ცნობილი ადამიანების შესახებ საზოგადოებას ყველაფერი აინტერესებს, მათ შორის ისიც, ვინ რამდენ კგ-ს იწონის ან იწონიდა, ვინ რა სიმაღლის იყო და ა.შ. ,,გორის მაცნე“ გთავაზობთ წარსულის ცნობილი სახელების შესახებ ინფორმაციას მათ სიმაღლეზე, ანუ წარსულის ცნობილი ადამიანები სანტიმეტრებში.
ისტორიული წყაროების ცნობით, ვახტანგ გორგასალი, ქართლის მეფე V საუკუნის II ნახევარში, რომელიც 15 წლის გამეფდა (იმეფა 45 წელი, აღესრულა 60 წლის ასაკში, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ შერაცხულია წმინდანად), 240 სმ. სიმაღლის იყო. (გორგასლის მემატიანე ჯუანშერის თანახმად, მეფის
სიმაღლე იყო 12 ბრჭალი. 1 ბრჭალი=20 სმ. წყარო: ლევან მუმლაძე, „საქართველოს უდიდესი მეფეები“).
რამსეს მეორე, იგივე რამსეს დიდი, რომელსაც მოიხსენებენ როგორც ეგვიპტის უდიდეს ფარაონს, წყაროების გადმოცემით 206-210 სმ. ყოფილა.
რუსეთის მეფე, პეტრე პირველი - 202-204 სმ.
შარლ დე გოლი, - საფრანგეთის პრეზიდენტი (1958-69), რომელსაც მოიხსენიებენ, როგორც „გენერალი დე გოლი“ - 196 სმ.
აბრაამ ლინკოლნი - 193 სმ.
სტალინი - 161 სმ.
პრინცესა დიანა - 178 სმ.
ეკატერინე მეორე - 157 სმ.
კლეოპატრა - 152 სმ.
ალექსანდრე მაკედონელი - 150 სმ.
ალბერტ აინშტაინი - 176 სმ.
ნიკოლოზ მეორე - 171 სმ.
ნაპოლეონ ბონაპარტი - 169 სმ.
უინსტონ ჩერჩილი - 166 სმ.
ლენინი - 165 სმ.
ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი - 163 სმ.
ლუდვიგ ბეთჰოვენი - 162 სმ.
ბენიტო მუსოლინი - 160 სმ.
ჰიტლერი - 175 სმ.