სპეციალისტების განმარტებით, სხვა შტამებისგან განსხვავებით, ორსულებში „დელტა“ შტამი გაცილებით უფრო დიდი რისკის მატარებელია, ვიდრე სხვა პირებში. მედიკოსები ორსულებს ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ.
კოვიდინფიცირებულ ორსულებს მკურნალობა ძირითადად ბოკერიას სახელობის თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში, ქუთაისის კლინიკა ,,ბომონდსა“ და ბათუმის სამედიცინო ცენტრ ,,მედინაში“ უტარდებათ.
ბოკერიას კლინიკაში ამჟამად კორონავირუსით ინფიცირებული 17 ორსულია მოთავსებული, კლინიკის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მათგან 3 ორსული რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული და სამივე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მძიმეა.
შეგახსენებთ, პანდემიის გავრცელებიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსს 13 ორსული ემსხვერპლა.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში