სსიპ - გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოშურის საჯარო სკოლა მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე ვაკანსიას აცხადებს. შესაბამისი განცხადება უკვე განთავსებულია პორტალზე teacherjobs.ge.
განცხადების პირობების თანახმად, ვაკანტური პოზიცია კვირაში 19-საათიან სამუშაო გრაფიკს გულისხმობს და გაკვეთილების ჩატარებას VI, VII, IX და X კლასების მოსწავლეებისთვის ითვალისწინებს. რაც შეეხება ანაზღაურებას, თვეში 500-550 ლარია მითითებული.
კანდიდატები უნდა აკმაყოფილებდნენ მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს. მსურველებს განაცხადების წარდგენის ვადა 28 სექტემბერს ეწურებათ. რაც შეეხება სამუშაოს დაწყების თარიღს, შერჩეული კანდიდატი ულება-მოვალეობის შესრულებას 1 ოქტომბრიდან შეუდგება.
მასწავლებლობის/მაძიებლობის მსურველმა განაცხადი უნდა გაგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www.pedagogi.ge (teacherjobs.ge) და მასწავლებლობის მსურველად დარეგისტრირდეს.