საზოგადოება
23.09.2021 10:38
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 653 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 47 ადამიანი

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 653 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და და პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 602 065-მდე გაიზარდა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში გარადაიცვალა კიდევ 47 პაციენტი. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს 8 711 პირი ემსხვერპლა.

ამასთან, ბოლო დღე-ღამის სტატისტიკით, გამოჯანმრთელდა 2 646 პირი.

კვირის ამბები