საზოგადოება
23.09.2021 09:36
აშშ-ის მედიკამენტების სააგენტომ მოსახლეობის გარკვეულ კატეგორიაზე ფაიზერის მესამე დოზით ვაქცინაციაზე ნებართვა გასცა

ამერიკის შეერთებულ შტატებში 65 წლიდან ასაკისა და მაღალი რისკის ქვეშ მყოფი მოქალაქეების მესამე, ე.წ. ბუსტერ დოზით ვაქცინაციის ნებართვა გაიცა. აღნიშნული ნებართვა აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების სააგენტომ გასცა და  ფაიზერ-ბიონტექით ვაქცინაციას ითვალისწინებს.

სააგენტოს ადმინისტრაციის განმარტებით, ე.წ. ბუსტერ დოზით აცრა უნდა მოხდეს მეორე დოზით ვაქცინაციიდან არანაკლებ 6 თვის გასვლის შემდეგ. უწყების რეკომენდაციით, მესამე დოზით უნდა აიცრან 65 წლის ასაკის ზემოთ მოქალაქეები, დაავადების მძიმე ფორმის განვითარების მიმართ ყველაზე დაუცველი ადამიანები და ასევე ისინი, ვინც სამსახურის გამო დაინფიცირების რისკის ქვეშ იმყოფებიან.

ისრაელის და ბრიტანეთისგან განსხვავებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე დოზით საყოველთაო ვაქცინაციას შეერთებულ შტატებში შესაბამისმა უწყებებმა მხარი არ დაუჭირეს

კვირის ამბები