ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 600 412-ს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 024 პირი და გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 567 797-მდე გაიზარდა. პარალელურად, კორონავირუსით გარდაცვალების 43 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, ვირუსს 8 664 პირი ემსხვერპლა.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს, ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 016 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 708 შემთხვევა, აჭარა - 130, იმერეთი - 289, ქვემო ქართლი - 145, შიდა ქართლი - 103, გურია - 63, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 188, კახეთი - 301, მცხეთა-მთიანეთი - 37, სამცხე-ჯავახეთი - 29, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 23.
ამ ეტაპზე, ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 23 925, საიდანაც 5 231 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის მძიმე პაციენტია 1 199 პირი.