კასპში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, 500 კაცზე გათვლილი საფეხბურთო სტადიონი გაიხსნა.
პროექტის ფარგლებში, დაიგო ხელოვნურსაფარიანი მოედანი, დამონტაჟდა განათება და მოეწყო სხვა შესაბამისი ინფრასტრუქტურა.
აღნიშნული პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდმა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად განახორციელა, რომლის ღირებულებაც 2 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს. გარდა ამისა, განხორციელდა კასპის საფეხბურთო სკოლისა და სავარჯიშოთ განკუთვნილი მინი-სტადიონის სარეაბილიტაციო სამუშაოებიც.
სტადიონის გახსნის საზეიმო ცერემონიალს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი, შიდა ქართლის გუბერნატორი გიორგი ხოჯევანიშვილი, კასპის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი მეზურნიშვილი, კასპის მუნიციპალიტეტის მერი მანუჩარ მერებაშვილი, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის პროექტების მენეჯერი ზურაბ უგულავა და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ.
საფეხბურთო მოედნის გახნის შემდეგ, სხვადასხვა თაობის ადგილობრივმა საფეხბურთო გუნდებმა საჩვენებელი მატჩი გამართეს.