იძულებით გადაადგილებულ პირებს თვითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით ხელსაწყოები და ტექნიკა გადაეცემათ
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო იძულებით გადაადგილებულ პირებს თვითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით ხელსაწყოებსა და ტექნიკას გადასცემს.
GMnews-ის ინფორმაციით, საგრანტო პროგრამაში მონაწილეობის მსურველებს პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია უნდა გააჩნდეთ. დევნილები და ეკომიგრანტები, 2000 ლარის ღირებულების სახელობო იარაღებს, რაც მათ საქმიანობის წამოწყებასა თუ გაფართოებაში დაეხმარებათ თავადვე შეარჩევენ. ამ ეტაპზე, პროგრამის ფარგლებში 50 იძულებით გადაადგილებული პირი დაფინანსდება.
განაცხადების მიღება დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსა და მის ტერიტორიულ სამმართველოებში მიმდინარეობს. გორში მცხოვრებმა დაინტერესებულმა პირებმა გორში, აპლიკაციის შესავსებად გორი სამების ქუჩა N1 - ში მდებარე დაწესებულებას უნდა მიმართონ. განაცხადის გაგზავნა შესაძლებელია სააგენტოს ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზეც – info@ idp. Gov .ge
საგრანტო პროგრამაში მონაწილეობის მსურველები განაცხადის შევსებას 20 ოქტომბრის ჩათვლით შეძლებენ.