საზოგადოება
21.09.2021 12:49
21 სექტემბერს მშვიდობის საერთაშორისო დღე აღინიშნება
21 სექტემბერს, მსოფლიოს მასშტაბით, მშვიდობის საერთაშორისო დღე აღინიშნება. თარიღი 1981 წელს გაეროს გენერალური ანსამბლეის მიერ დაწესდა და წარმოადგენს გლობალურ მოწოდებას რომ შეწყდეს ცეცხლი და ძალადობა. ეს არის დღე, როდესაც ადამიანები უნდა დაფიქრდნენ ომის საშინელებებზე და კონფლიქტების მშვიდობიანი გზით გადაწყვეტის საჭიროებაზე.
„პატივი მივაგოთ და გავაძლიეროთ იდეები მშვიდობის შესახებ მსოფლიოში“, - ეს იყო დღესასწაულის დაარსების იდეა და მიზანი. ამიტომ, გაერთიანებული ერების ორგანიზაცია მოუწოდებს ყველა ერს და ხალხს პატივი მიაგონ საომარი მოქმედებების შეჩერებას დღის განმავლობაში და სხვაგვარად აღნიშნონ ეს დღე - განათლებისა და საზოგადოების ინფორმირების გზით მშვიდობასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
უნდა აღინიშნოს, რომ 2009 წლის 21 სექტემბერს, აღნიშნული დღის მნიშვნელობის გათვალისწინებით, ავღანეთის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ავღანეთის ჯარები არ დაესხმიან თავს მეამბოხეებს, თუ ისინი თავად არ განახორციელებენ თავდასხმას.
კვირის ამბები