საზოგადოება
21.09.2021 12:22
გორის მუნიციპალიტეტში მოქმედ ამცრელ პუნქტებზე ვაქცინაციაზე მიმართვიანობა მკვეთრად შემცირდა - საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი

ბოლო პერიოდში მკვეთრად შემცირდა ვაქცინაციაზე მიმართვიანობა, რაც, ბუნებრივია, საგანგაშოა და შესაძლოა, ვირუსული ინფექციის გავრცელებლის მაჩვენებლის მატების საფუძველი გახდეს, - ამის შესახებ გორის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა მარი გიუნაშვილმა განაცხადა.

,,გორის მუნიციპალიტეტის ტერირორიაზე მოქმედ ყველა ამცრელ პუნქტზე შემცირებულია მიმართვიანობა. ბუნებრივია, ეს ფაქტი საგანგაშოა და შესაძლოა, ვირუსული ინფექციის გავრცელებლის მაჩვენებლის მატების საფუძველი გახდეს. ვფიქრობ, აცრების შემცირება რამდენიმე ფაქტორითაა განპირობებული, ერთ-ერთი გახლავთ ის ფაქტი, რომ ბოლო დროს შემცირდა ინფიცირების შემთხვევები, თუმცა, ეს ნამდვილად არ გვაძლევს დამშვიდების საფუძველს, ვინაიდან, ვირუსის გავრცელების სტატისტიკის დასტაბილურება პირდაპირ კავშირშია ვაქცინაციასთან, შესაბამისად, აცრების შემცირების ფონზე, გამორიცხული არ არის შემთხვევეთა სტატისტიკის გაუარესებაც. მეორე გახლავთ ის, რომ მოგეხსებათ, შემოდგომის პერიოდია, სოფლების მოსახლეობის დიდი ნაწილი მოსავლის დაბინავებითაა დაკავებული და გამორიცხული არ არის, ამ ფაქტორმაც იმოქმედა კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრების შემცირებაზე, თუმცა, ხაზგასმით მინდა განვაცხადო, რომ ვაქცინაცია ის მთავარი საშუალებაა, რაც რეკომენდაცია-რეგულაციების დაცვასთან ერთად, შესაძლებლობას გვაძლევს, რომ პანდემია შევაჩეროთ“, - განაცხადა მარი გიუნაშვილმა.

კვირის ამბები