„სამოქალაქო ბიუჯეტი 2022“-ის ფარგლებში, გორის მუნიციპალიტეტის მერიამ საინფორმაციო შეხვედრები დაიწყო. დღეს, 21 სექტემბერს ღონისძიებები ხუთ ლოკაციაზეა ჩანიშნული.
შეხვედრები დილიდან დაიწყო, საინფორმაციო ხასიათის შეხვედრები მთელი დღის განმავლობაში ხიდისთავის, ატენის, ბოშურის, ტინისხიდის და ვერხვების დევნილთა ჩასახლების ადმინისტრაციულ შენობებშია გათვალსწინებული.
შეგახსენებთ, რომ მომავალი წლის „სამოქალაქო ბიუჯეტისთვის“ 3 მილიონამდე ლარია გათვალისწინებული. გასული წლებისგან განსხვავებით, 2022 წელს, პროგრამის ფარგლებში, ინფრასტრუქტურულ პროექტებთან ერთად დაფინანსდება კულტურული, სოციალური, სპორტული, ახალგაზრდული და სხვა პროექტებიც. დაიწია ასაკობრივმა შეზღუდვამაც და 2022 წლის პროგრამის ფარგლებში, მოსაზრებების წარმოდგენას მოქალაქეები 16 წლის ასაკიდან შეძლებენ,“ - ამის შესახებ გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა რამდენიმე დღის წინ, პროგრამის ფარგლებში შეხვედრების დაწყებისას განაცხადა.
რაც შეეხება შეხვედრების განრიგს, გუშინ დაიწყო და 28 სექტემბრის ჩათვლით წარმომადგენლობითი გაგრძელდება.
ცნობისთვის, ზემოხსენებული პროგრამის ფარლებში განსახორციელებელ პროექტებს ადგილობრივი მოსახლეობა ხმათა უმრავლესობით ირჩევს. პროგრამის მიზანი კი, მუნიციპალურ პროცესებში მოქალაქეთა ჩართულობის ზრდის ხელშეწყობა და ადგილობრივი ბიუჯეტის მათი ინტერესების გათვალისწინებით განაწილებაა.
სამოქალაქო ბიუჯეტის პროგრამა გორის მუნიციპალიტეტში 2016 წლიდან ხორციელდება.