კონფლიქტები
01.10.2019 11:42
ერგნეთში დღეს მორიგი ტექნიკური შეხვედრა გაიმართება

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში, ერგნეთში დღეს მორიგი ტექნიკური შეხვედრა გაიმართება.

ხაშურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჩორჩანას განაპირას განვითარებული მოვლენების შემდგომ, ამ ფორმატში მე-5 ტექნიკური შეხვედრა იმართება. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები დე ფაქტო რეჟიმის მიერ უკანონოდ  მოწყობილ ე.წ. საგუშაგოებს აპროტესტებენ, ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება კი, ჩორჩანას განაპირას არსებული ქართული პოლიციის პოსტის დემონტაჟს ითხოვს, რაზეც ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ აღნიშნული საგუშაგო სტანდარტული საპოლიციო პოსტია სტანდარტული ეკიპირებით და მხოლოდ ადგილზე უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფას ითვალისწინებს, შესაბამისად, მისი დემონტაჟის საკითხსი არ განიხილება.

კვირის ამბები