საზოგადოება
21.09.2021 10:50
ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ-19-ის 2 470 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 46 პაციენტი გარდაიცვალა

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 470 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 598 396-მდე გაიზარდა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში გარდაიცვალა კიდევ 46 პაციენტი. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს 8 621 პირი ემსხვერპლა.

კვირის ამბები