სამართალი
20.09.2021 14:44
კარალეთთან მომხდარი ავარიის დროს დაშავებულ მამაკაცს ქირურგიული ოპერაცია უტარდება

გორი-კარალეთის საავტომობილო გზაზე მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებულ მამაკაცს კლინიკა „გორმედში“ ქირურგიული ოპერაცია ამ წუთებში უტარდება.

ექიმის განცხადებით, 64 წლის პაციენტს ლავიწის ძვლის მოტეხილობა და სხეულის სხვადასხვა მიდამოში ექსკორაციები აღენიშნება.

ავტოსაგზაო შემთხვევისას ერთმანეთს მსუბუქი ავტომანქანა და ტრაქტორი შეეჯახა, დაშავებულია მსუბუქი ავტომობილის მძღოლი.

მომხდარ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.

კვირის ამბები