საზოგადოება
20.09.2021 14:16
სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის მასშტაბური თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამაში წარსადგენი დოკუმენტაციის ატვირთვა დღეიდან დაიწყება
პირები, რომლებმაც სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის თანადაფინანსების პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად, უკვე წარმატებით გაიარეს პირველადი და მეორადი რეგისტრაცია, პროგრამაში წარსადგენი დოკუმენტაციის ატვირთვას დღეიდან შეძლებენ. როგორც სოფლის განვითარების სააგენტოში აცხადებენ, შესაბამისი პორტალი 20 სექტემბრის 13:00 საათიდან გაიხსნება. განაცხადების მიღება განაცხადების დონეზე პროგრამის ბიუჯეტის ამოწურვისას შეწყდება, ხოლო განხილვა კი, განაცხადების რიგითობის მიხედვით მოხდება.
შეგახსენებთ, პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად, სამი ეტაპის გავლა იყო საჭირო. პირველი ეტაპი, www. rda. gov. ge-ზე.რეგისტრაციის გავლას ითვალისწინებდა, მეორე ეტაპზე, მსურველებს, ელექტრონულ პროგრამაში განაცხადი უნდა გაეკეთებინათ, რა დროსაც სუბიექტისთვის რიგის ნომრის მინიჭება მოხდება. მესამე ეტაპი კი, პროგრამაში წარსადგენი დოკუმენტაციის ატვირთვას მოიცავს.
კვირის ამბები