საზოგადოება
20.09.2021 14:11
53 600-მდე ადმინისტრაციულ ჯარიმაზე იძულებითი აღსრულება სექტემბრის ბოლომდე შეწყდება

საგანგებო მდგომარეობის, იზოლაციის ან/და კარანტინის წესისა და პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის დაკისრებული ადმინისტრაციული ჯარიმების საქმისწარმოების შეწყვეტა აღსრულების ეროვნულმა ბიურომ უკვე დაიწყო.

ამნისტია ეხება პირებს, რომლებმაც აღნიშნული სამართალდარღვევა 2021 წლის 23 ივნისამდე ჩაიდინეს და ჯარიმა ამ დრომდე აღუსრულებელია.

,,ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ“ კანონის თანახმად აღსრულების ეროვნული ბიურო საქმისწარმოებას დაასრულებს: საგანგებო მდგომარეობის, იზოლაციის ან/და კარანტინის წესების დარღვევისთვის დაკისრებული ჯარიმების 20 358 სააღსრულებო საქმეს ჯამური თანხით 47 939 520 ლარი; პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის დაკისრებული ჯარიმების 33 242 საქმეს ჯამური თანხით 752 860 ლარი. აღნიშნული კატეგორიის საქმისწარმოებებზე იძულებითი აღსრულების შეწყვეტა, ეტაპობრივად, თვის ბოლომდე დასრულდება“, - ნათქვამია აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

კვირის ამბები