საზოგადოება
20.09.2021 11:39
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩაბარების მსურველთა შერჩევის პროცესი 26 სექტემბერს დასრულდება

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩაბარების მსურველთა შერჩევის პროცესი 26 სექტემბერს დასრულდება, - ამის შესახებ ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შერჩევის საბოლოო შედეგები 1-ელ ოქტომბრამდე გამოცხადდება და აპლიკანტებს გადამოწმება შეეძლებათ შემდეგ პორტალზე

„იმ შემთხვევაში, თუ აპლიკანტს ერთდროულად რამდენიმე პროგრამაზე აქვს ჩარიცხვის შესაძლებლობა, უნდა აირჩიოს მხოლოდ ერთი სასურველი პროგრამა და ჩარიცხვისთვის საჭირო დოკუმენტაცია წარადგინოს შესაბამის პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში. ამასთან, საბუთების წარდგენის ვადა 1-დან 10 ოქტომბრამდეა.  აპლიკანტებმა პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწორედ ამ ვადებში უნდა წარადგინონ ჩარიცხვისთვის საჭირო დოკუმენტაცია“, - ნათქვამია განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კვირის ამბები