საზოგადოება
20.09.2021 11:03
„სამოქალაქო ბიუჯეტი 2022“-ის ფარგლებში მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრები გრძელდება - გაეცანით შეხვედრების გრაფიკს

„სამოქალაქო ბიუჯეტი 2022“-ის ფარგლებში მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრები გრძელდება.

20-დან 28 სექტემბრის ჩათვლით წარმომადგენლობითი საბჭოს შეხვედრები გაიმართება გორში ხუთ ლოკაციაზე და ასევე მუნისიპალიტეტის 5 სოფელში.

„მომავალი წლის „სამოქალაქო ბიუჯეტისთვის“ 3 მილიონამდე ლარია გათვალისწინებული. გასული წლებისგან განსხვავებით, გვაქვს სიახლეებიც - 2022 წელს, პროგრამის ფარგლებში, ინფრასტრუქტურულ პროექტებთან ერთად დაფინანსდება კულტურული, სოციალური, სპორტული, ახალგაზრდული და სხვა პროექტებიც. დაიწია ასაკობრივმა შეზღუდვამაც და 2022 წლის პროგრამის ფარგლებში, მოსაზრებების წარმოდგენას მოქალაქეები 16 წლის ასაკიდან შეძლებენ,“ - ამის შესახებ გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა რამდენიმე დღის წინ, პროგრამის ფარგლებში შეხვედრების დაწყებისას განაცხადა.

შეგახსენებთ, ზემოხსენებული პროგრამის ფარლებში განსახორციელებელ პროექტებს ადგილობრივი მოსახლეობა ხმათა უმრავლესობით ირჩევს. პროგრამის მიზანი კი, მუნიციპალურ პროცესებში მოქალაქეთა ჩართულობის ზრდის ხელშეწყობა და ადგილობრივი ბიუჯეტის მათი ინტერესების გათვალისწინებით განაწილებაა.

შეგახსენებთ, სამოქალაქო ბიუჯეტის პროგრამა გორის მუნიციპალიტეტში  2016 წლიდან ხორციელდება. პროგრამის ფარგლებში, 2016 – 2020 წლებში 156 პროექტი განხორციელდა და კიდევ 44 მიმდინარე პროექტია.

კვირის ამბები