კვირას, 19 სექტემბერს ჩატარებული ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 662 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 595 926-მდე გაიზარდა.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 34 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს 8 575 პირი ემსხვერპლა.
ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 534 პირი და მთლიანობაში, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 563 530-მდე გაიზარდა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 662 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 252 შემთხვევა, აჭარა - 68, იმერეთი - 102, ქვემო ქართლი - 40, შიდა ქართლი - 20, გურია - 9, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 78, კახეთი - 71, მცხეთა-მთიანეთი - 10, სამცხე-ჯავახეთი - 10, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 2.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 23 795 საიდანაც 5 445 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის მძიმე პაციენტია 1 253 პირი.