ბოლო პერიოდში ვაქცინაციის ტემპმა დაიკლო და ასევე შემცირდა პირბადის ტარების მაჩვენებელიც, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა. ამირან გამყრელიძე არ გამორიცხავს, რომ თუ აცრების რაოდენობა არ გააქტიურდება და მოსახლეობა რეგულაციებს არ დაიცავს, შესაძლოა, ეპიდსიტუაცია გაუარესდეს.
„სამწუხაროდ, ბოლო 4 დღეა ყოველდღიური ვაქცინაციის მაჩვენებელი იკლებს, რაც ძალიან ცუდია, რადგან სტაბილიზაციის დინამიკა გარკვეულწილად დამოკიდებული იყო აცრების შედარებით მაღალ მაჩვენებელთან, რაც აგვისტოში და სექტემბრის პირველ ნახევარში გვქონდა. შემცირებულია ჯავშნებიც, შემცირებულია პირბადის ტარების მაჩვენებელიც. თუ ჩვენ ვერ მოვახერხებთ და ვერ გავზრდით პირბადის ტარების მაჩვენებელს, ასევე აცრების ყოველდღიურ მაჩვენებელს, შესაძლოა, ეპიდსიტუაცია კვლავ გაუარესდეს“, - განაცხადა გამყრელიძემ.